2017-01-08
მოდის ახალი 50-ევროიანი ბანკნოტი

ჩვენთან ერთად საიმედო მხარეს ხართ
„ევროპის“ სერიის ბანკნოტები რამდენიმე წლის განმავლობაში ინერგება. €5, €10 და €20 უკვე გამოშვებულია, ხოლო €50 მიმოქცევაში 2017 წლის 4 აპრილს შემოვა. ახალი €100-ისა და €200-ის შემოღება დაახლოებით 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ახალი €50, „ევროპის“ სერიის ადრე გამოშვებული ბანკნოტების მსგავსად, მიმოქცევაში იქნება პირველი სერიის ბანკნოტებთან ერთად, რომლებიც კანონიერ საგადახდო საშუალებად რჩება. ევროს ბანკნოტები ყოველთვის შეინარჩუნებს ღირებულებას და მათი გადაცვლა შეუზღუდავი ვადით შეიძლება ევროსისტემის ეროვნულ ცენტრალურ ბანკებში.
რატომ ახალი ბანკნოტები?
ბანკნოტების დამცავი ნიშნები დროდადრო გაუმჯობესებას საჭიროებს, რათა ბანკნოტები გაყალბებისადმი კიდევ უფრო მდგრადი გახდეს. „ევროპის“ სერიის ყველა ბანკნოტი ასევე განახლებულ იერს იღებს. ახლა ეს გაკეთდა ახალი €50-ის შემთხვევაშიც, რომელსაც აქვს ორივე მხრიდან ხილული პორტრეტიანი ფანჯარა და სხვა გაუმჯობესებული დამცავი ნიშნები. შედეგად, ის კიდევ უფრო დაცულია და მისი შემოწმება კვლავ მარტივია.
>> გაიგეთ მეტი ევროს ბანკნოტების „ევროპის“ სერიის შესახებ
განახლება: „ევროპის“ სერიის €50 მიმოქცევაშია 2017 წლის 4 აპრილიდან, ხოლო €100 და €200 2019 წლის მაისში შემოვიდა.